ენობრივი მოდელირების განყოფილება: ქეთევან ჭილაია – მეცნიერი თანამშრომელი (1 საშტ. ერთ). მინდია სალუქვაძის სახელობის სისტემების იდენტიფიკაციისა და ოპტიმალური მართვის განყოფილება: გიორგი შანშიაშვილი – მეცნიერი თანამშრომელი (1 საშტ. ერთ).
დაჯილდოება
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, სტუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის მინდია სალუქვაძის სახელობის სისტემების იდენტიფიკაციისა და ოპტიმალური მართვის განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორი ბესარიონ შანშიაშვილი დააჯილდოვა სტუ-ის საპატიო დიპლომით . ინსტიტუტი ბატონ ბესარიონს ულოცავს დამსახურებულ ჯილდოს და უსურვებს კიდევ უფრო მეტ წარმატებას სამეცნიერო სფეროში.
ინსტიტუტის შრომათა კრებულში სტატიის გამოქვეყნების მსურველთა საყურადღებოდ!
ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2026 წლის 15 ივნისიდან იწყება სტატიების მიღება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებულში გამოსაქვეყნებლად. სტატიების გაგზავნა შესაძლებელია ინსტიტუტის მისამართზე: msi@gtu.ge. სტატიების მიღების ბოლო ვადაა 31 აგვისტო. ავტორებს ვთხოვთ წერილში აუცილებლად მიუთითონ ინსტიტუტის სამი მიმართულებიდან (მართვის თეორია, მართვის სისტემები და მოწყობილობები, ინფორმატიკა) რომელ მიმართულებას ეხება სტატია. ტრადიციულად, სტატიის გამოქვეყნების შესაძლებლობა კვლავ მიეცემათ სტუდენტებს სათანადო რეცენზირების გავლის შემდეგ. სტატიის გაფორმების წესი (შაბლონი)
ღია კონკურსი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: მეცნიერი თანამშრომელი – 1,0 საშტატო ერთეული მეცნიერი თანამშრომელი – 1,0 საშტატო ერთეული განცხადებების მიღება იწარმოებს 2026 წლის 01 ივლისიდან – 03 ივლისის ჩათვლით, 1000-დან 1700 საათამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, მინდელის ქ.N10, არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტი, მე-4 სართული, ოთახი N1, პასუხისმგებელი პირი ქეთევან კვირიკაშვილი, ტელ: 032 231 98 74. კონკურსი ჩატარდება 2026 წლის 07 ივლისს. კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2026 წლის 07 ივლისისა, საკონკურსო კომისიის მიერ თვალსაჩინო ადგილზე და ინსტიტუტის ვებგვერდზე: https://msi.gtu.ge/ . კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები საკონკურსო კომისიაში მიიღება 2026...
აკადემიკოს მინდია სალუქვაძის გახსენება
6 მარტი გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, აკადემიკოს მინდია სალუქვაძის დაბადების დღეა. მინდია სალუქვაძე მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ჩვენს ინსტიტუტს ჯერ როგორც დირექტორი, შემდეგ კი სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა უამრავი მნიშვნელოვანი სამეცნიერო პროექტი, ჩატარდა საერთაშორისო კონფერენციები და აღიზარდა ახალგაზრდა მეცნიერთა არაერთი თაობა. ინსტიტუტი პატივისცემით იხსენებს ბატონი მინდიას ნათელ ხსოვნას და განსაკუთრებულად აფასებს მის ღვაწლს ქართული მეცნიერებისა და მართვის სისტემების ინსტიტუტის განვითარებაში.
ღია კონკურსი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ინფორმაციის გარდაქმნის პრობლემების განყოფილება: განცხადებების მიღება იწარმოებს 2025 წლის 02 ოქტომბრიდან – 06 ოქტომბრის ჩათვლით, 10 00 – დან 17 00 საათამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, მინდელის ქ.N10, არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტი, მე-4 სართული, ოთახი N1, პასუხისმგებელი პირი ნინო ჯავაშვილი, ტელ: 032 231 98 74.კონკურსი ჩატარდება 2025 წლის 08 ოქტომბერს. კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2025 წლის 08 ოქტომბრისა, საკონკურსო კომისიის მიერ თვალსაჩინო ადგილზე და ინსტიტუტის ვებგვერდზე: https://msi.gtu.ge/. კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები საკონკურსო კომისიაში მიიღება 2025 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით.კონკურსში მონაწილეობის...
ინსტიტუტის შრომათა კრებულში სტატიების მიღების ვადის გაგრძელების შესახებ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებულში სტატიების მიღების ვადა გაგრძელებულია 2025 წლის 15 სექტემბრამდე. სტატიების გაგზავნა შესაძლებელია ინსტიტუტის მისამართზე: msi@gtu.ge



