საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტში2018 წლის 17 ოქტომბერს ჩატარდა ღია კონკურსი სამეცნიერო განყოფილების უფროსის თანამდებობის 5 წლის ვადით დასაკავებლად ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით კონკურსში გამარჯვებულები არიან: ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო
ღია კონკურსი სამეცნიერო განყოფილებების უფროსის თანამდებობების დასაკავებლად
სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო განყოფილებების უფროსის თანამდებობების 5წლის ვადით დასაკავებლად: კონკურსი ტარდება „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის“, სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების, არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის დებულებისა და სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესის შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი შეიძლება გაეცნოს უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის ვებგვერდებზე. კონკურსის ჩატარების პირობები: კონკურსანტები უნდა აკმაყოფილებდნენ პირობებს: კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინონ: ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი კონკურსანტის განცხადება და კონკურსანტის ანკეტა (ფორმები იხილეთ ინსტიტუტის ვებგვერდზე http://gtu.ge/msi, აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და...
კონკურსის შედეგი
2018 წლის 29 მაისს გაზეთ “რეზონანს“-ში გამოცხადდა ღია კონკურსი სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად.2018 წლის 5 ივლისს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭომ მოისმინა კანდიდატის სამოქმედო პროგრამა და განიხილა მისი წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობა საკონკურსო პირობებთან. სამეცნიერო საბჭომ ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები ჩაატარა 2018 წლის 6 ივლისს და ერთხმად აირჩია ბატონი ნუგზარ ყავლაშვილი 5 წლის ვადით. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო მიმდინარე წლის 29 მაისს აცხადებს ღია კონკურსს 5 წლის ვადით ინსტიტუტისდირექტორის თანამდებობის დასაკავებლად I. განცხადებების მიღებისა და კონკურსის ჩატარების ვადები 1. კონკურსანტების განცხადებების მიღება იწარმოებს 2018 წლის 2-3 ივლისს 1000-დან 1700-მდე მისამართზე: თბილისი, მინდელის ქუჩა №10, მე-4 სართული, ოთახი #1, ტელ. 2319874, პასუხისმგებელი პირი ქეთევან კვირიკაშვილი. 2. ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობის დასაკავებელი კონკურსი ჩატარდება 2018 წლის 5 ივლისს. კონკურსის შედეგები სამეცნიერო საბჭოს მიერ გამოცხადდება 6 ივლისს და განთავსდება ინსტიტუტში თვალსაჩინო ადგილზე და ინსტიტუტის ვებგვერდზე http://gtu.ge/msi/. კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები სამეცნიერო საბჭოში მიიღება 9 ივლისის ჩათვლით. 3.დირექტორის შერჩეულ კანდიდატურას ინსტიტუტის...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო ნაშრომების პლაგიატის არსებობაზე შემოწმების წესი
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო ნაშრომებში პლაგიატის არსებობაზე შემოწმების წესი“ შემუშავებულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის N65/ნ ბრძანების, „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“
ღია კონკურსი – სტუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევით ერთეულების სამეცნიერო თანამდებობები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევით ერთეულების სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტი
დისკუსიისთვის
ქართული ანბანის ხმოვანი ასოების წარმოშობისა და შედგენის ვერსია https://old.gtu.ge/msi/Files/Pdf/qarTuli_anbanis_xmovani_asoebis_warmoSobisa_5.pdf
იუბილე 60
2016 წლის 16 დეკემბერს 1100 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გიორგი ნიკოლაძის სახ. აუდიტორიაში გაიმართა საიუბილეო სხდომა, რომელიც მიეძღვნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის დაარსების 60 წლისთავს. სხდომის დღის წესრიგი: სხდომის თავმჯდომარე ინსტიტუტის დირექტორი, მეცნ. დოქტორი, პროფ. ნუგზარ ყავლაშვილი სხდომის გახსნა: თავმჯდომარე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი მოხსენება: არჩილ ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტი 60 წლისაა. აკადემიკოსი მინდია სალუქვაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფ. ზურაბ გასიტაშვილი აკადემიკოსი ელგუჯა მეძმარიაშვილი მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის დირექტორი, ტექ.მეცნ. დოქტორი, პროფ. თამაზ ნატრიაშვილი სამეცნიერო მოხსენებები: ტექნ. მეცნ. დოქტ. პროფ. ბესარიონ შანშიაშვილი Estimation of system matrix at identification of linear dynamical nonstationary...
სამეცნიერო საბჭოს არჩევნები
2013 წლის 11 იანვარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის ჩატარდა სამეცნიერო საბჭოს არჩევნები. კენჭს იყრიდა თორმეტი კანდიდატი. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ინსტიტუტის 35 მეცნიერ თანამშრომელმა. თორმეტივე კანდიდატი არჩეული იქნა სამეცნიერო საბჭოს წევრად. სამეცნიერო საბჭოს წევრებად არჩეული არიან: 1. გაბისონია ვლადიმერი – უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ტმკ. 2. თუშიშვილი მიხეილი – უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ტმკ. 3. მიქელაძე მაია _ განყოფილების უფროსი, ტმდ. 4. ლაბაძე ოთარი – განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ტ.მ.დ. 5. ლორთქიფანიძე ლიანა – უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ტმკ. 6. მაგრაქველიძე თენგიზი – განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ტ.მ.დ. 7. მაისურაძე ვილჰელმი – განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ფიზ.-მათ....
პრეზენტაცია
2012 წლის 7 ნოემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომლის, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის ბ–ნ გიორგი ჩიკოიძის წიგნის „Систематизация значений некоторых классов языковых единиц.Тбилиси, 2010 (Монография 27 печ. л.“პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი თამაზ გამყრელიძე, აკადემიკოსი მინდია სალუქვაძე, მონრეალის უნივერსიტეტის პროფესორი, ლინგვისტი იგორ მელჩუკი და სხვ. მათ საკმაოდ მაღალი შეფასება მისცეს წიგნს.