განცხადება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 26/05/2023 ბრძანების MES 1 23 0000457305 თანახმად, 2023 წლის 29 მარტს დანიშნულია არჩევნები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე (არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტი – 1 ვაკანტური ადგილი).

ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში წევრს ირჩევს ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის ყველა წევრი. აკადემიური საბჭოს წევრის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს ინსტიტუტის მთავარ ან უფროს მეცნიერ თანამშრომელს. აკადემიური საბჭოს წევრი აირჩევა ოთხი წლის ვადით.

კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2023 წლის 15 მაისიდან და დასრულდება 2023 წლის 22 მაისს.

კანდიდატებმა განცხადება უნდა შემოიტანონ ინსტიტუტის საარჩევნო კომისიაში.

განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მოწმობის, პასპორტის) ასლი;

ბ) ცნობა დაკავებული სამეცნიერო თანამდებობის შესახებ.

განცხადების ფორმა