საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 15/05/2024 ბრძანების MES 9 24 0000525367 თანახმად, 2024 წლის 5 ივნისს დანიშნულია არჩევნები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე (არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტი – 1 ვაკანტური ადგილი).
ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრს ირჩევს ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის ყველა წევრი. აკადემიური საბჭოს წევრის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს ინსტიტუტის მთავარ ან უფროს მეცნიერ თანამშრომელს, გარდა საბჭოს თავმჯდომარის და დირექტორისა. აკადემიური საბჭოს წევრი აირჩევა ოთხი წლის ვადით.
კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2024 წლის 22 მაისიდან 2024 წლის 29 მაისის ჩათვლით.
კანდიდატებმა განცხადება უნდა შემოიტანონ ინსტიტუტის საარჩევნო კომისიაში.
განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მოწმობის, პასპორტის) ასლი;
ბ) ცნობა დაკავებული სამეცნიერო თანამდებობის შესახებ.