დამატებითი ღია კონკურსი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტი აცხადებს დამატებით ღია კონკურსს 5 წლის ვადით ვაკანტური სამეცნიერო თანამდებობების (უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი) დასაკავებლად:
- მ. სალუქვაძის სახელობის ოპტიმალური მართვის პრობლემების განყოფილება:
უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (0,5 საშტატო ერთეული) – მათემატიკოსი; - ვ. ჭავჭანიძის სახელობის მანქანური ინტელექტის პრობლემების განყოფილება:
უფროსი მეცნიერ თანამშრომელი ( 1 საშტატო ერთეული) – მათემატიკოსი, პროგრამისტი;
უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (0,5 საშტატო ერთეული) – საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი; - ენობრივი და სამეტყველო სისტემების განყოფილება:
მეცნიერ თანამშრომელი(1 საშტატო ერთეული) – ინფორმატიკოსი, პროგრამისტი.
მის: თბილისი, მინდელის ქ. №10, მე-4 სართული, ოთახი #1, ტელ.: 2 31 98 74
პასუხისმგებელი პირი ქეთინო კვირიკაშვილი
I. განცხადებების მიღების და კონკურსის ჩატარების ვადები
- განცხადებების მიღება იწარმოებს ზემოთ მითითებულ მისამართზე 2019 წლის 13 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით, 1000-დან 1700 საათამდე ზემოთ მითითებულ მისამართებზე;
- კონკურსი ჩატარდება 2019 წლის 20 მაისს. კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება 2019 წლის 21 მაისს შესაბამისი საკონკურსო კომისიის მიერ ინსტიტუტში თვალსაჩინო ადგილზე და ინსტიტუტის ვებგვერდზე: www.gtu.ge/msi;
- კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები საკონკურსო კომისიაში მიიღება 2019 წლის 24 მაისის ჩათვლით;
- კონკურსში გამარჯვებულ პირებთან შრომითი ხელშეკრულებები გაფორმდება 2019 წლის 1 ივნისიდან.
II. საკონკურსო პირობები
- კონკურსის ძირითადი პირობები:
ა) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. - კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:
ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები იხ. ინსტიტუტის ვებგვერდზე), აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);
ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);
გ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები) დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით;
დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
ე) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);
ვ) 2 ფოტოსურათი, 3X4.
III. კონკურსის ჩატარების წესი
- კონკურსი ჩატარდება “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესის შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიაში და ინსტიტუტის ვებგვერდზე www.gtu.ge/msi.
- საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციისა და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (კომისიის გადაწყვეტილებით) კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები.
- კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, თანახმად მოქმედი კანონმდებლობისა.
IV. დეტალური დამატებითი მოთხოვნები
- უფროს მეცნიერ თანამშრომელს ბოლო 10 წლის განმავლობაში
გამოქვეყნებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 5 სამეცნიერო ნაშრომისა (მონოგრაფია ან/და სტატია სამეცნიერო ჟურნალსა ან/და ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომებში), რომელთაგან 1 მაინც რეცენზირებად და რეფერირებად გამოცემებში ან/და საერთაშორისო კონფერენციის შრომებში. - მეცნიერ თანამშრომელს ბოლო სამი წლის მანძილზე
გამოქვეყნებული უნდა ჰქონდეს 1 სამეცნიერო ნაშრომი მაინც. - სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესი
- შრომითი ხელშეკრულება (უფროსი მეცნიერ თანამშრომლისთვის)
- შრომითი ხელშეკრულება (მეცნიერ თანამშრომლისთვის)