დაჯილდოება

დაჯილდოება

2001 წლიდან ყოველ 10 ნოემბერს, UNESCO-ს ეგიდით, მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება მეცნიერების საერთაშორისო დღე. იუნესკოს მიერ დაწესებულ მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს მეცნიერთა ეროვნულმა აკადემიამ ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის საპატიო სიგელით დააჯილდოვა ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის ხელოვნურიინტელექტის პრობლემების განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, აკადემიური დოქტორი მაია მიქელაძე.