ინსტიტუტის შრომათა კრებულში სტატიის გამოქვეყნების მსურველთა საყურადღებოდ!

ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2024 წლის 1 მაისიდან იწყება სტატიების მიღება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებულში გამოსაქვეყნებლად. სტატიების გაგზავნა შესაძლებელია ინსტიტუტის მისამართზე: martsistem@gmail.com

ავტორებს ვთხოვთ წერილში აუცილებლად მიუთითონ ინსტიტუტის სამი მიმართულებიდან (მართვის თეორია, მართვის სისტემები და მოწყობილობები, ინფორმატიკა) რომელ მიმართულებას ეხება სტატია.

წელსაც გაგრძელდება წინა წელს დაწყებული სიახლე და ინსტიტუტის სამეცნიერო მიმართულებების შესაბამისად, სტატიის გამოქვეყნების შესაძლებლობა კვლავ მიეცემათ სტუდენტებს სათანადო რეცენზირების გავლის შემდეგ.

სტატიის გაფორმების წესი (შაბლონი)