ინსტიტუტის შრომათა კრებულში სტატიის გამოქვეყნების მსურველთა საყურადღებოდ!

ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2025 წლის 1 ივნისიდან იწყება სტატიების მიღება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებულში გამოსაქვეყნებლად. სტატიების გაგზავნა შესაძლებელია ინსტიტუტის მისამართზე: msi@gtu.ge. სტატიების მიღების ბოლო ვადაა 31 აგვისტო.

ავტორებს ვთხოვთ წერილში აუცილებლად მიუთითონ ინსტიტუტის სამი მიმართულებიდან (მართვის თეორია, მართვის სისტემები და მოწყობილობები, ინფორმატიკა) რომელ მიმართულებას ეხება სტატია.

ტრადიციულად, სტატიის გამოქვეყნების შესაძლებლობა კვლავ მიეცემათ სტუდენტებს სათანადო რეცენზირების გავლის შემდეგ.

სტატიის გაფორმების წესი (შაბლონი)