კონკურსის შედეგი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგი

   2023 წლის 7 ივნისს გაზეთ „რეზონანს“- ში გამოცხადდა ღია კონკურსი სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად. 2023 წლის 14 ივლისს ინსტიტუტში ჩატარდა სამეცნიერო საბჭოს სხდომა. საბჭომ მოისმინა დირექტორობის კანდიდატის ბატონ ნუგზარ ყავლაშვილის 2023-2028 წლების სამოქმედო პროგრამა და განიხილა მისი წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობა საკონკურსო პირობებთან. სამეცნიერო საბჭომ ფარული კენჭისყრით ბატონი ნუგზარ ყავლაშვილი აირჩია დირექტორის თანამდებობაზე 5 წლის ვადით.

ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო