მიმდინარე პროექტები
სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის 2024-2026 წლების სამეცნიერო კვლევების პროგრამა:
რთული სისტემების იდენტიფიკაციის, ოპტიმიზაციის, მოდელირების, კონსტრუირებისა და მართვის აქტუალური პრობლემების კვლევა
პროგრამის მენეჯერი, ინსტიტუტის დირექტორი ნ. ყავლაშვილი
პროგრამა ხორციელდება „სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის პროგრამის (პროგრამული კოდი 32 05 04)“ ფარგლებში და მოიცავს 5 პროექტს:
- მართვის რთული უწყვეტი სისტემებისიდენტიფიკაცია,ოპტიმიზაციის უწყვეტი და დისკრეტული ალგორითმების შემუშავება და ანალიზი პრაქტიკაში გამოყენებისათვის (მინდია სალუქვაძის სახელობის სისტემების იდენტიფიკაციისა და ოპტიმალური მართვის განყოფილება);
- დისტანციურად მართვადი ტექნიკური სისტემების კვლევა და დამუშავება (ინფორმაციის გარდაქმნის პრობლემების განყოფილება);
- ავტომატური მთარგმნელის კომპილაციის სისტემის შემუშავება მცირე რესურსის მქონე ენებისთვის (ენობრივი მოდელირების განყოფილება);
- ხელოვნური ინტელექტის მეთოდების გამოყენება სამკურნალო პრეპარატების ეფექტურობის დასადგენად (ვლ. ჭავჭანიძის სახ. მანქანური ინტელექტის პრობლემების განყოფილება);
- ელექტროენერგეტიკისა და ენერგოდანადგარების ზოგიერთი აქტუალური პრობლემის გამოკვლევა (ვახტანგ გომელაურის სახელობის ენერგოსისტემის სტრუქტურისა და ენერგოდანადგარების ოპტიმიზაციის განყოფილება).