2023 წლის დეკემბერში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური ხელშეწყობით (გრანტი FR-19-3034) გამოიცა მონოგრაფია “ვერტიკალურ ზედაპირზე ჩამომდინარე სითხის აფსკში თბოგაცემის ინტენსიფიკაცია ხელოვნური ხორკლიანობის მეთოდით” (Intensification of Heat Transfer by the Method of Artificial Roughness at a Liquid Film Flowing Down a Vertical Surface).
მონოგრაფიის ავტორები: თენგიზ მაგრაქველიძე, გიორგი გიგინეიშვილი, ხათუნა ლომიძე, ავქსენტი მიქაშავიძე, ტარიელ კობერიძე. ISBN 978-9941-28-985-9. თბილისი, 2023; საგამომცემლო სახლი „ტექნიკური უნივერსიტეტი“; 192 გვერდი.