საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო მიმდინარე წლის 29 მაისს აცხადებს ღია კონკურსს 5 წლის ვადით ინსტიტუტისდირექტორის თანამდებობის დასაკავებლად
I. განცხადებების მიღებისა და კონკურსის ჩატარების ვადები
1. კონკურსანტების განცხადებების მიღება იწარმოებს 2018 წლის 2-3 ივლისს 1000-დან 1700-მდე მისამართზე: თბილისი, მინდელის ქუჩა №10, მე-4 სართული, ოთახი #1, ტელ. 2319874, პასუხისმგებელი პირი ქეთევან კვირიკაშვილი.
2. ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობის დასაკავებელი კონკურსი ჩატარდება 2018 წლის 5 ივლისს. კონკურსის შედეგები სამეცნიერო საბჭოს მიერ გამოცხადდება 6 ივლისს და განთავსდება ინსტიტუტში თვალსაჩინო ადგილზე და ინსტიტუტის ვებგვერდზე http://gtu.ge/msi/. კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები სამეცნიერო საბჭოში მიიღება 9 ივლისის ჩათვლით.
3.დირექტორის შერჩეულ კანდიდატურას ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო დასამატკიცებლად წარუდგენს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს.
II. საკონკურსო პირობები
1. კონკურსის ძირითადი პირობები:
ინსტიტუტის დირექტორად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს (დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება) და რომლის ასაკი 65 წელს არ აღემატება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვაგვარი შესაძლებლობა პირდაპირ არის გათვალისწინებული უნივერსიტეტის წესდებით.
2. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:
ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი კონკურსანტის განცხადება და ანკეტა (ფორმები იხილეთ ინსტიტუტის ვებგვერდზე http://gtu.ge/msi), აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);
ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);
გ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები) დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით;
დ) სამეცნიერო ნაშრომების ნუსხა დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
ე) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);
ვ) 2 ფოტოსურათი 3×4.
3. კონკურსის დამატებითი საკვალიფიკაციო პირობები განთავსდება ინსტიტუტის ვებგვერდზე http://gtu.ge/msi/.
III. კონკურსის ჩატარების წესი
1. კონკურსი ჩატარდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და ინსტიტუტის დებულების შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის ვებგვერდებზე.
2. სამეცნიერო საბჭოს მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციისა და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან; სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაცია, გამოცდილება და დამსახურება; კონკურსანტთან/კონკურსანტებთან ჩატარებული ინტერვიუს შედეგები (სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით).
3. კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად.
კონკურსისთვის საჭირო დოკუმენტაცია: