შეხვედრა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლებთან

შეხვედრა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლებთან

29 იანვარს ინსტიტუტში “ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის” ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალსა და   საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლებს შორის. შეხვედრაზე პრეზენტაცია გააკეთა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, ინოვაციების და კომერციალიზაციის დეპარტამენტის, ტექნოლოგიების გადაცემის მენეჯერმა ქალბატონმა  თინათინ ჯაჭვაძემ.