შრომათა კრებულების შესახებ

Home / შრომათა კრებულების შესახებ

შრომათა კრებულის შესახებ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებული ყოველწლიური რეცენზირებადი და რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალია და ამ სახით გამოდის 1997 წლიდან.

შრომები ეხება ინსტიტუტის სამ მთავარ მიმართულებას: მართვის თეორიას, მართვის სისტემების დამუშავებას, მათ შორის მართვის პროცესებს ენერგეტიკულ სისტემებში, და ინფორმატიკას. 2022 წლიდან ჟურნალში იბეჭდება სტატიები სტუდენტთა მონაწილეობით.

კრებულში ძირითადად იბეჭდება მართვის სისტემების ინსტიტუტის თანამშრომელთა მიერ ჩატარებული სამეცნიერო კვლევების შედეგები. ასევე გარედან შემოსული სხვა ავტორთა ნაშრომები. სტატიების წარდგენა შესაძლებელია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

კრებულის დაბეჭდვა ფინანსდება „სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის“ პროგრამის (32 05 04) ფარგლებში. ინსტიტუტის თანამშრომლებისთვის სტატიის გამოქვეყნება უფასოა.

სტატიის წარდგენისას, ავტორმა უნდა მიუთითოს აღნიშნული მიმართულებებიდან ერთ-ერთი, რომელსაც ესადაგება ნაშრომი.

წარმოდგენილი სტატიები გადის შიდა რეცენზირებას. გამონაკლის შემთხვევაში, რედკოლეგიის გადაწყვეტილებით, სარეცენზიოდ იგზავნება შესაბამის სპეციალისტთან.

სტატია  უნდა იყოს ინფორმაციული, აქტუალური და თანამედროვე. მასში მოცემული უნდა იყოს სამეცნიერო კვლევის ჩატარების მეთოდები, კვლევის შედეგები და შედეგების გამოყენების არეალი. ავტორები პასუხისმგებლები არიან სტატიის შინაარსზე.

კრებული გამოიცემა ნაბეჭდი სახით. ელექტრონული ვერსია განთავსებულია არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის ვებგვერდზე http://msi.gtu.ge/შრომათა კრებულები/ და ხელმისაწვდომია დაინტერესებულ პირთათვის.

ჟურნალს მინიჭებული აქვს საერთაშორისო ინდექსი, სერიულ გამოცემათა საერთაშორისო ნომერი  ISSN 0135-0765 და DOI: https://doi.org/10.36073/0135-0765

ჟურნალი რეფერირებადია; ინდექსირებულია საქართველოს სამეცნიერო პუბლიკაციების მონაცემთა ბაზაში www.techinformi.ge

შრომათა კრებული შეტანილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს მიერ დამტკიცებულ ჟურნალთა ნუსხაში და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონული ფონდში „ივერიელი“ – https://iverieli.nplg.gov.ge/handle/1234/345799/browse?locale=ka

წარმოდგენილი სტატია უნდა იყოს გულდასმით რედაქტირებული, კორექტირებული და შესრულებული ტექსტური რედაქტორის MS Word-ის საშუალებით RTF ფორმატში და წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად მისამართზე: martsistem@gmail.com

სტატიის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 6 გვერდს. სტატიის ბოლო გვერდი არ უნდა იყოს ნახევარ გვერდზე ნაკლები.

პასუხისმგებლობა ნაშრომის შინაარსზე ეკისრება(თ) ავტორს ან ავტორთა ჯგუფს.

სტატიები გაფორმებული უნდა იყოს მოცემული წესის მიხედვით. წინააღმდეგ შემთხვევაში სტატია დასაბეჭდად არ მიიღება.

ავტორს შეუძლია ნიმუშად გამოიყენოს კრებულის ერთ-ერთი ბოლო ნომერი.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შესრულებული ნაშრომის (სახელმძღვანელო, დამხმარე სახელმძღვანელო, მონოგრაფია, სტატია, დისერტაცია, სამაგისტრო ნაშრომი, საბაკალავრო ნაშრომი) მოწმდება პლაგიატის არსებობაზე. პლაგიატის არსებობაზე შემოწმებისთვის ავტორმა განცხადებით უნდა მიმართოს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს (სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მაია მიქელაძე).

კრებული იბეჭდება ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით; იგზავნება ქვეყნის სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებებსა და ბიბლიოთეკებში.

შრომათა კრებულის მთავარი რედაქტორი
პროფ. ნ. ყავლაშვილი
სარედაქციო კოლეგია: 

სტუ არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტი:

თ. მაგრაქველიძე, ტ.მ.დ. (მთ. რედაქტორის მოადგილე)

ბ. შანშიაშვილი, პროფ., ტ.მ.დ. (მთ. რედაქტორის მოადგილე)

ლ. ლორთქიფანიძე, ტ.მ.კ. (მთ. რედაქტორის მოადგილე)

ნ. ჯავაშვილი (მთ. რედაქტორის მოადგილე);

მ. გეგეჭკორი (პასუხისმგებელი მდივანი)

მ. მიქელაძე, აკად. დოქტორი;

გ. ჩიკოიძე, ფილოლ. მ.დ., ფიზ.მათ.მ.კ.

ა. ჩუტკერაშვილი, აკად. დოქტორი

ნ. მირიანაშვილი, ტ.მ.დ. დ. ფურცხვანიძე, ტ.მ.კ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 

ა. ფრანგიშვილი, აკადემიკოსი

თ. ლომინაძე, პროფესორი

ზ. გასიტაშვილი, პროფესორი

ზ. წვერაიძე, პროფესორი

აკაკი წერეთლის  სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროფესორი ა. ბარდაველიძე 

ი. მელჩუკი პროფესორი,  მონრეალის უნივერსიტეტის (კანადა).

თ. კუცია, პრივატ-დოცენტი, დოქტორი, იოჰანეს კეპლერის უნივერსიტეტი, ლინცი, ავსტრია