შრომათა კრებულების შესახებ

Home / შრომათა კრებულების შესახებ

შრომათა კრებულის შესახებ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებული ყოველწლიური რეცენზირებადი და რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალია და ამ სახით გამოდის 1997 წლიდან.

შრომები ეხება ინსტიტუტის სამ მთავარ მიმართულებას: მართვის თეორიას, მართვის სისტემების დამუშავებას, მათ შორის მართვის პროცესებს ენერგეტიკულ სისტემებში, და ინფორმატიკას. თითოეულ მიმართულებას კურირებს შესაბამისი დარგის მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი/მთავარი რედაქტორის მოადგილე. მათ მიერ ხდება შემოსული სტატიების რეცენზირება და რეკომენდაციების მიცემა დაბეჭდვის, გარე რეცენზენტთან გაგზავნის ან არდაბეჭდვის თაობაზე.

კრებულში ძირითადად იბეჭდება მართვის სისტემების ინსტიტუტის თანამშრომელთა მიერ ჩატარებული სამეცნიერო კვლევების შედეგები. ასევე გარედან შემოსული სხვა ავტორთა ნაშრომები. სტატიების წარდგენა შესაძლებელია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

კრებულის დაბეჭდვა ფინანსდება „სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის“ პროგრამის (32 05 04) ფარგლებში. ინსტიტუტის თანამშრომლებისთვის სტატიის გამოქვეყნება უფასოა.

სტატიის წარდგენისას, ავტორმა უნდა მიუთითოს აღნიშნული მიმართულებებიდან ერთ-ერთი, რომელსაც ესადაგება ნაშრომი.

სტატია  უნდა იყოს ინფორმაციული, აქტუალური და თანამედროვე. მასში მოცემული უნდა იყოს სამეცნიერო კვლევის ჩატარების მეთოდები, კვლევის შედეგები და შედეგების გამოყენების არეალი. ავტორები პასუხისმგებლები არიან სტატიის შინაარსზე.

კრებული გამოიცემა ნაბეჭდი სახით. ელექტრონული ვერსია განთავსებულია არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის ვებგვერდზე http://msi.gtu.ge/შრომათა კრებულები/ და ხელმისაწვდომია დაინტერესებულ პირთათვის.

ჟურნალს მინიჭებული აქვს საერთაშორისო ინდექსი, სერიულ გამოცემათა საერთაშორისო ნომერი  ISSN 0135-0765 და DOI: https://doi.org/10.36073/0135-0765

ჟურნალი რეფერირებადია; ინდექსირებულია საქართველოს სამეცნიერო პუბლიკაციების მონაცემთა ბაზაში www.techinformi.ge

შრომათა კრებული შეტანილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს მიერ დამტკიცებულ ჟურნალთა ნუსხაში და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონული ფონდში „ივერიელი“ – https://iverieli.nplg.gov.ge/handle/1234/345799/browse?locale=ka

წარმოდგენილი სტატია უნდა იყოს გულდასმით რედაქტირებული, კორექტირებული და შესრულებული ტექსტური რედაქტორის MS Word-ის საშუალებით RTF ფორმატში და წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად მისამართზე: msi@gtu.ge

სტატიის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 6 გვერდს. სტატიის ბოლო გვერდი არ უნდა იყოს ნახევარ გვერდზე ნაკლები.

პასუხისმგებლობა ნაშრომის შინაარსზე ეკისრება(თ) ავტორს ან ავტორთა ჯგუფს.

სტატიები გაფორმებული უნდა იყოს მოცემული წესის მიხედვით. წინააღმდეგ შემთხვევაში სტატია დასაბეჭდად არ მიიღება.

ავტორს შეუძლია ნიმუშად გამოიყენოს კრებულის ერთ-ერთი ბოლო ნომერი.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შესრულებული ნაშრომის (სახელმძღვანელო, დამხმარე სახელმძღვანელო, მონოგრაფია, სტატია, დისერტაცია, სამაგისტრო ნაშრომი, საბაკალავრო ნაშრომი) მოწმდება პლაგიატის არსებობაზე. პლაგიატის არსებობაზე შემოწმებისთვის ავტორმა განცხადებით უნდა მიმართოს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს (სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მაია მიქელაძე).

კრებული იბეჭდება ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით; იგზავნება ქვეყნის სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებებსა და ბიბლიოთეკებში.

შრომათა კრებულის მთავარი რედაქტორი
პროფ. ნუგზარ ყავლაშვილი n.kavlash@gtu.ge , სტუ არჩილ ელიაშვილის სახელობის
მართვის სისტემების ინსტიტუტის დირექტორი. მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი.


სარედაქციო კოლეგია: 

თენგიზ მაგრაქველიძე (მთავარი რედაქტორის მოადგილე) – Tengiz.Magrakvelidze@gtu.ge სტუ არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის ვახტანგ გომელაურის სახ. ენერგოსისტემის სტრუქტურისა და ენერგოდანადგარების ოპტიმიზაციის განყოფილების უფროსი. მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი;

ბესარიონ შანშიაშვილი (მთავარი რედაქტორის მოადგილე) – b.shanshiashvili@gtu.ge, სტუ არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის მინდია სალუქვაძის სახელობის სისტემების იდენტიფიკაციისა და ოპტიმალური მართვის განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი. მართვის სისტემების და ავტომატიზაციის დეპარტამენტის პროფესორი;

ლიანა ლორთქიფანიძე (მთავარი რედაქტორის მოადგილე) – l_lordkipanidze@gtu.ge, სტუ არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტი, ენობრივი მოდელირების განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი; ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი;

ნინო ჯავაშვილი (მთავარი რედაქტორის მოადგილე) – ninojavashvili@gtu.ge, სტუ არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, მეცნიერი თანამშრომელი;

მერი გეგეჭკორი (პასუხისმგებელი მდივანი) – merigeg@gtu.ge, სტუ არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტი, მეცნიერი თანამშრომელი;

მაია მიქელაძეMaia.Mikeladze@gtu.ge, სტუ არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის ვლ. ჭავჭანიძის სახელობის მანქანური ინტელექტის პრობლემების განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, საინჟინრო მეცნიერებების აკადემიური დოქტორი საქართველოს საავიაციო უნივერსისტეტი, საინჟინრო ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;

გიორგი ჩიკოიძე gogichikoidze@gtu.ge, სტუ არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტი, ენობრივი მოდელირების განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ფიზ.მათ. მეცნიერებათა კანდიდატი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;

ანა ჩუტკერაშვილიannachutkerashvili@gtu.ge, სტუ არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტი, ენობრივი მოდელირების განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ფილოლოგიის დოქტორი. ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიწვეული ლექტორი;

ნოდარ მირიანაშვილიNodar.Mirianashvili@gtu.ge, სტუ არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის ინფორმაციის გარდაქმნის პრობლემების განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი. საქართველოს ტენიკური უნივერსიტეტი, მინერალური და ენერგეტიკული რესურსების განყოფილება;

დავით ფურცხვანიძეDavit.Purtskhvanidze@gtu.ge, სტუ არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის ინფორმაციის გარდაქმნის პრობლემების განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი;

არჩილ ფრანგიშვილიa_prangi@gtu.ge, აკადემიკოსი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;

ზურაბ გასიტაშვილიzur_gas@gtu.ge, პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;

ზურაბ წვერაიძეz.tsveraidze@gtu.ge, პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;

თამარ ლომინაძეT.Lominadze@gtu.ge, პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პრორექტორი;

ავთანდილ ბარდაველიძე, პროფესორი bardaveli54@mail.ru, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი;

იგორ მელჩუკი, პროფესორი, igor.melcuk@umontreal.ca, მონრეალის უნივერსიტეტი;

თეიმურაზ კუცია, პრივატ-დოცენტი, kutsia@risc.jku.at, დოქტორი, იოჰანეს კეპლერის უნივერსიტეტი, ლინცი, ავსტრია.