ბატონი მინდია სალუქვაძის ხსოვნა
2023 წლის 6 მარტს მართვის სისტემების ინსტიტუტში ჩატარდა სამეცნიერო საბჭოს გაფართოებული სხდომა. სხდომა მიეძღვნა ინსტიტუტის ყოფილი დირექტორის, აკადემიკოს მინდია სალუქვაძის დაბადებიდან 90 წლისთავს. სხდომაზე ინსტიტუტის დირექტორმა, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ და თანამშრომლებმა თბილად მოიგონეს ბატონი მინდია სალუქვაძე, რომელიც იყო ღვაწლმოსილი მეცნიერი, ჭეშმარიტი მამულიშვილი და გამორჩეული პიროვნება. ასევე, კიდევ ერთხელ აღინიშნა მისი ფასდაუდებელი ამაგი ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევითი პროექტების განხორციელებაში.