საქართველოს პრეზიდენტმა მინდია სალუქვაძე დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოში მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი მინდია სალუქვაძე (სიკვდილის შემდეგ) ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.
მინდია სალუქვაძე სამეცნიერო მოღვაწეობის გარდა, აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც. იგი იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, მისი ხელმოწერა დაფიქსირებულია საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე