გაგრძელდა ვადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებულში სტატიების გამოსაქვეყნებლად. სტატიების გაგზავნა შესაძლებელია 2024 წლის 1 სექტემბრამდე ინსტიტუტის მისამართზე: martsistem@gmail.com
Author: bullet
ღია კონკურსი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: მეცნიერი თანამშრომელი – 1 საშტატო ერთეული განყოფილება: უფროსი მეცნიერი თანამშრომელი – 1 საშტატო ერთეული განცხადებების მიღება იწარმოებს 2024 წლის 12 აგვისტოდან – 14 აგვისტოს ჩათვლით, 1000-დან 1700 საათამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, მინდელის ქ.N10, არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტი,...
სტატიების მიღების შესახებ
გრძელდება სტატიების მიღება ინსტიტუტის 2024 წლის შრომათა კრებულისთვის. გაითვალისწინეთ, რომ სტატიების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 15 აგვისტო.
განცხადება
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 15/05/2024 ბრძანების MES 9 24 0000525367 თანახმად, 2024 წლის 5 ივნისს დანიშნულია არჩევნები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე (არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტი – 1 ვაკანტური ადგილი). ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრს ირჩევს ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის ყველა წევრი. აკადემიური საბჭოს წევრის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს ინსტიტუტის მთავარ...
ინსტიტუტის შრომათა კრებულში სტატიის გამოქვეყნების მსურველთა საყურადღებოდ!
ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2024 წლის 1 მაისიდან იწყება სტატიების მიღება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებულში გამოსაქვეყნებლად. სტატიების გაგზავნა შესაძლებელია ინსტიტუტის მისამართზე: martsistem@gmail.com ავტორებს ვთხოვთ წერილში აუცილებლად მიუთითონ ინსტიტუტის სამი მიმართულებიდან (მართვის თეორია, მართვის სისტემები და მოწყობილობები, ინფორმატიკა) რომელ მიმართულებას ეხება სტატია. წელსაც გაგრძელდება წინა წელს დაწყებული სიახლე და...
ცვლილებები ინსტიტუტის შრომათა კრებულის რედკოლეგიაში
2024 წლის 18 მარტის სამეცნიერო საბჭოს სხდომის გადაწყვეტილებით, დამტკიცდა ინსტიტუტის შრომათა კრებულის რედკოლეგიის ახალი შემადგენლობა: სტუ არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტი: ნ. ყავლაშვილი ტ.მ.კ (მთავარი რედაქტორი); თ. მაგრაქველიძე, ტ.მ.დ. (მთ. რედაქტორის მოადგილე) ბ. შანშიაშვილი, პროფ., ტ.მ.დ. (მთ. რედაქტორის მოადგილე) ლ. ლორთქიფანიძე, ტ.მ.კ. (მთ. რედაქტორის მოადგილე) დ. ფურცხვანიძე, ტ.მ.კ. (მთ. რედაქტორის მოადგილე) ნ. ჯავაშვილი (მთ....
შეხვედრა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლებთან
29 იანვარს ინსტიტუტში “ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის” ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალსა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლებს შორის. შეხვედრაზე პრეზენტაცია გააკეთა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, ინოვაციების და კომერციალიზაციის დეპარტამენტის, ტექნოლოგიების გადაცემის მენეჯერმა ქალბატონმა თინათინ ჯაჭვაძემ.
მონოგრაფია
2023 წლის დეკემბერში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური ხელშეწყობით (გრანტი FR-19-3034) გამოიცა მონოგრაფია “ვერტიკალურ ზედაპირზე ჩამომდინარე სითხის აფსკში თბოგაცემის ინტენსიფიკაცია ხელოვნური ხორკლიანობის მეთოდით” (Intensification of Heat Transfer by the Method of Artificial Roughness at a Liquid Film Flowing Down a Vertical Surface). მონოგრაფიის ავტორები: თენგიზ მაგრაქველიძე, გიორგი გიგინეიშვილი, ხათუნა ლომიძე, ავქსენტი მიქაშავიძე, ტარიელ...
ღია კონკურსი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად: განცხადებების მიღება იწარმოებს 2023 წლის 18 ოქტომბრიდან – 20 ოქტომბრის ჩათვლით, 1000-დან 1700 საათამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, მინდელის ქ.N10, არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტი, მე-4 სართული, ოთახი N1, პასუხისმგებელი პირი ქეთევან კვირიკაშვილი, ტელ: 032 231 98 74....