Author: bullet

Home / bullet
ჩანაწერი

ისრაელელი მეცნიერის ვიზიტი ინსტიტუტში

პროფესორ ეზრა ზეჰების (Ezra Zeheb) სამუშაო ვიზიტი ინსტიტუტში 2023 წლის 19 აპრილს არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტს სტუმრად ეწვია ცნობილი მეცნიერი, ჰაიფას ტექნოლოგიური ინსტიტუტის (Technion) ემერიტუსი, ჰოლონის ტექნოლოგიების ინსტიტუტის (HIT) მეცნიერებათა დეკანი, პროფესორი ეზრა ზეჰები (Ezra Zeheb). შეხვედრას ესწრებოდნენ აკად. მინდია სალუქვაძის სახელობის სისტემების იდენტიფიკაციისა და ოპტიმალური მართვის განყოფილების თანამშრომლები: ბესარიონ შანშიაშვილი, ვიქტორ ხუციშვილი,...

ჩანაწერი

ღია კონკურსი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს  შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:              უფროსი მეცნიერი თანამშრომელი – 2 საშტატო ერთეული              უფროსი მეცნიერი თანამშრომელი – 0,5 საშტატო ერთეული              მეცნიერი თანამშრომელი – 3 საშტატო ერთეული              მთავარი მეცნიერი თანამშრომელი – 2 საშტატო ერთეული              უფროსი მეცნიერი თანამშრომელი – 0,5...

ჩანაწერი

ბატონი მინდია სალუქვაძის ხსოვნა

ბატონი მინდია სალუქვაძის ხსოვნა   2023 წლის 6 მარტს მართვის სისტემების ინსტიტუტში ჩატარდა სამეცნიერო საბჭოს გაფართოებული სხდომა. სხდომა მიეძღვნა ინსტიტუტის ყოფილი დირექტორის, აკადემიკოს მინდია სალუქვაძის დაბადებიდან 90 წლისთავს. სხდომაზე ინსტიტუტის დირექტორმა, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ და თანამშრომლებმა თბილად მოიგონეს ბატონი მინდია სალუქვაძე, რომელიც იყო ღვაწლმოსილი მეცნიერი, ჭეშმარიტი მამულიშვილი და გამორჩეული პიროვნება. ასევე, კიდევ ერთხელ აღინიშნა მისი...

ჩანაწერი

მილოცვა

არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტი დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ულოცავს ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ თანამშრომელს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოში მათემატიკურ და ტექნიკურ ტექსტებზე ორიენტირებული რუსულ-ქართული თარგმანის პიონერს, გიორგი ჩიკოიძეს დაბადებიდან 90 წლისთავს, უსურვებს ჯანმრთელობას, მხნეობას და შემდგომ წარმატებებებს

ჩანაწერი

კრებული 2022

გამოვიდა ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული 2022. კრებულის ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე https://msi.gtu.ge/wp-content/uploads/2024/02/jurnali_2022-1.pdf

ჯილდო
ჩანაწერი

ჯილდო

ინსტიტუტი ბატონ თენგიზ მაგრაქველიძეს ჯილდოს მიღებას ულოცავს  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსების 100 წლისთავთან დაკავშირებით, ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, ვახტანგ გომელაურის სახელობის ენერგოსისტემის სტრუქტურისა და ენერგოდანადგარების ოპტიმიზაციის განყოფილების უფროსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ მაგრაქველიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის დაჯილდოვდა საქართველოს ტექ-ნიკური უნივერსიტეტის „ოქროს მედლით“.

ჩანაწერი

განცხადება (განახლება)

ინსტიტუტის შრომათა კრებულში სტატიის გამოქვეყნების მსურველთა საყურადღებოდ! გაგრძელდა ვადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებულში სტატიების გამოსაქვეყნებლად. სტატიების გაგზავნა შესაძლებელია 1 აგვისტომდე ინსტიტუტის მისამართზე: martsistem@gmail.com ავტორებს ვთხოვთ წერილში აუცილებლად მიუთითონ ინსტიტუტის სამი მიმართულებიდან (მართვის თეორია, მართვის სისტემები და მოწყობილობები, ინფორმატიკა) რომელ მიმართულებას ეხება სტატია. P.S. სტატიის გაფორმების წესი იხ. ბმულზე 

ჩანაწერი

ინსტიტუტის შრომათა კრებულში სტატიის გამოქვეყნების მსურველთა საყურადღებოდ!

ინსტიტუტის შრომათა კრებულში სტატიის გამოქვეყნების მსურველთა საყურადღებოდ! ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, იწყება სტატიების მიღება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებულში გამოსაქვეყნებლად. სტატიების გაგზავნა შესაძლებელია 15 ივლისამდე ინსტიტუტის მისამართზე: martsistem@gmail.com ავტორებს ვთხოვთ წერილში აუცილებლად მიუთითონ ინსტიტუტის სამი მიმართულებიდან (მართვის თეორია, მართვის სისტემები და მოწყობილობები, ინფორმატიკა) რომელ მიმართულებას ეხება სტატია. წელს კრებულში სიახლეა! დღეიდან, ინსტიტუტის სამეცნიერო მიმართულებების შესაბამისად,...

ჩანაწერი

მართვის სისტემების ინსტიტუტის თანამშრომელთა საყურადღებოდ

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „მართვისა და ენერგეტიკის პრობლემები“  მოხსენებათა კრებული  N8 2004, თბილისი.   27.09.2004 – 1.10.2004-ის მასალები შეგიძლიათ მოიძიოთ ინსტიტუტის ვებ გვერდზე   https://gtu.ge/msi/#    ჩანართი /კონფერენციები/.

ჩანაწერი

ღია კონკურსი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: განცხადებების მიღება იწარმოებს 2022 წლის 02 მაისიდან 04 მაისის ჩათვლით, 1000-დან 1700 საათამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, მინდელის ქ. №10, მე-4 სართული, ოთახი #1, პასუხისმგებელი პირი ქეთევან კვირიკაშვილი, ტელ: 032 2 31 98 74 კონკურსი ჩატარდება 2022 წლის 10 მაისს. კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება...