გამოვიდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებულის მორიგი ნომერი N 28. კრებულის მიღება შესაძლებელია ინსტიტუტში. კრებულის ელექტრონული ვერსია განთავსებულია ინსტიტუტის ვებგვერდზე. რედკოლეგია
კატეგორია: სიახლეები
სასიამოვნო ინფორმაცია
ინსტიტუტის მინდია სალუქვაძის სახელობის სისტემების იდენტიფიკაციისა და ოპტიმალური მართვის განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, პროფესორი ბესარიონ შანშიაშვილი 2024 წლის 27 ნოემბერს არჩეული იქნა საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაციის „საერთაშორისო საინჟინრო აკადემია“ წევრ-კორესპონდენტად. ინსტიტუტი ბატონ ბესარიონს ულოცავს წარმატებას. ნამდვილი წევრებისა და წევრ-კორესპონდენტების სია საქართველოდან შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://info-iae.ru/ru/chlenstvo/chleny-mia/inzhenernaya-akademiya-gruzii/
დაჯილდოება
2001 წლიდან ყოველ 10 ნოემბერს, UNESCO-ს ეგიდით, მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება მეცნიერების საერთაშორისო დღე. იუნესკოს მიერ დაწესებულ მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს მეცნიერთა ეროვნულმა აკადემიამ ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის საპატიო სიგელით დააჯილდოვა ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის ხელოვნურიინტელექტის პრობლემების განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, აკადემიური დოქტორი მაია მიქელაძე.
კონკურსი 2024-ის შედეგები
ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის ხელოვნური ინტელექტის პრობლემების განყოფილება: 1. ნათელა ანანიაშვილი – უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (I საშტ. ერთ). მინდია სალუქვაძის სახელობის სისტემების იდენტიფიკაციისა და ოპტიმალური მართვის განყოფილება: 1. ქეთევან კუთხაშვილი – მეცნიერი თანამშრომელი (I საშტ. ერთ).
ინსტიტუტის შრომათა კრებულში სტატიების მიღების ვადის გაგრძელების შესახებ
გაგრძელდა ვადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებულში სტატიების გამოსაქვეყნებლად. სტატიების გაგზავნა შესაძლებელია 2024 წლის 1 სექტემბრამდე ინსტიტუტის მისამართზე: martsistem@gmail.com
ღია კონკურსი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: მეცნიერი თანამშრომელი – 1 საშტატო ერთეული განყოფილება: უფროსი მეცნიერი თანამშრომელი – 1 საშტატო ერთეული განცხადებების მიღება იწარმოებს 2024 წლის 12 აგვისტოდან – 14 აგვისტოს ჩათვლით, 1000-დან 1700 საათამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, მინდელის ქ.N10, არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტი,...
სტატიების მიღების შესახებ
გრძელდება სტატიების მიღება ინსტიტუტის 2024 წლის შრომათა კრებულისთვის. გაითვალისწინეთ, რომ სტატიების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 15 აგვისტო.
განცხადება
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 15/05/2024 ბრძანების MES 9 24 0000525367 თანახმად, 2024 წლის 5 ივნისს დანიშნულია არჩევნები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე (არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტი – 1 ვაკანტური ადგილი). ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრს ირჩევს ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის ყველა წევრი. აკადემიური საბჭოს წევრის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს ინსტიტუტის მთავარ...
ინსტიტუტის შრომათა კრებულში სტატიის გამოქვეყნების მსურველთა საყურადღებოდ!
ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2024 წლის 1 მაისიდან იწყება სტატიების მიღება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებულში გამოსაქვეყნებლად. სტატიების გაგზავნა შესაძლებელია ინსტიტუტის მისამართზე: martsistem@gmail.com ავტორებს ვთხოვთ წერილში აუცილებლად მიუთითონ ინსტიტუტის სამი მიმართულებიდან (მართვის თეორია, მართვის სისტემები და მოწყობილობები, ინფორმატიკა) რომელ მიმართულებას ეხება სტატია. წელსაც გაგრძელდება წინა წელს დაწყებული სიახლე და...
ცვლილებები ინსტიტუტის შრომათა კრებულის რედკოლეგიაში
2024 წლის 18 მარტის სამეცნიერო საბჭოს სხდომის გადაწყვეტილებით, დამტკიცდა ინსტიტუტის შრომათა კრებულის რედკოლეგიის ახალი შემადგენლობა: სტუ არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტი: ნ. ყავლაშვილი ტ.მ.კ (მთავარი რედაქტორი); თ. მაგრაქველიძე, ტ.მ.დ. (მთ. რედაქტორის მოადგილე) ბ. შანშიაშვილი, პროფ., ტ.მ.დ. (მთ. რედაქტორის მოადგილე) ლ. ლორთქიფანიძე, ტ.მ.კ. (მთ. რედაქტორის მოადგილე) დ. ფურცხვანიძე, ტ.მ.კ. (მთ. რედაქტორის მოადგილე) ნ. ჯავაშვილი (მთ....