განცხადება

გაგრძელდა ვადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებულში სტატიების გამოსაქვეყნებლად. სტატიების გაგზავნა შესაძლებელია 2023 წლის 1 სექტემბრამდე ინსტიტუტის მისამართზე: martsistem@gmail.com ავტორებს ვთხოვთ წერილში აუცილებლად მიუთითონ ინსტიტუტის სამი მიმართულებიდან ერთ-ერთი: მართვის თეორია, მართვის სისტემები და მოწყობილობები, ინფორმატიკა.

არჩევნების შედეგი

2023 წლის 26 ივლისს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოში ჩატარდა საბჭოს თავმჯდომარის არჩევნები. საბჭოს თავმჯდომარედ ფარული კენჭისყრით არჩეულია ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის ხელოვნური ინტელექტის პრობლემების განყოფილების უფროსი, აკადემიური დოქტორი ქალბატონი მაია მიქელაძე.

კონკურსის შედეგი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგი    2023 წლის 7 ივნისს გაზეთ „რეზონანს“- ში გამოცხადდა ღია კონკურსი სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად. 2023 წლის 14 ივლისს ინსტიტუტში ჩატარდა სამეცნიერო საბჭოს სხდომა. საბჭომ მოისმინა დირექტორობის კანდიდატის ბატონ ნუგზარ ყავლაშვილის 2023-2028 წლების სამოქმედო პროგრამა და განიხილა მისი წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობა საკონკურსო პირობებთან. სამეცნიერო საბჭომ ფარული კენჭისყრით ბატონი ნუგზარ ყავლაშვილი აირჩია დირექტორის თანამდებობაზე 5 წლის ვადით. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო

ინსტიტუტის შრომათა კრებულში სტსტიის გამოქვეყნების მსურველთა საყურადღებოდ

ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, იწყება სტატიების მიღება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებულში გამოსაქვეყნებლად. სტატიების გაგზავნა შესაძლებელია 15 აგვისტომდე ინსტიტუტის მისამართზე: martsistem@gmail.comავტორებს ვთხოვთ წერილში აუცილებლად მიუთითონ ინსტიტუტის სამი მიმართულებიდან (მართვის თეორია, მართვის სისტემები და მოწყობილობები, ინფორმატიკა) რომელ მიმართულებას ეხება სტატია.წელსაც გაგრძელდება წინა წელს დაწყებული სიახლე და ინსტიტუტის სამეცნიერო მიმართულებების შესაბამისად, სტატიის გამოქვეყნების შესაძლებლობა კვლავ მიეცემათ სტუდენტებს სათანადო რეცენზირების გავლის შემდეგ.P.S. სტატიის გაფორმების წესი იხ. ბმულზე: სტატიის გაფორმების წესი 20https://msi.gtu.ge/wp-content/uploads/2024/02/statiis_gaformebis_wesi.pdf23

ინსტიტუტის დირექტორის არჩევნები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისარჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად: კონკურსის შესახებ განცხადება გამოქვეყნდა გაზეთ „რეზონანსში“ 2023 წლის 7 ივნისს. განცხადებების მიღება იწარმოებს 2023 წლის 07 ივლისიდან – 11 ივლისის ჩათვლით, 10.00-დან 17.00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, მინდელის ქ.N10, არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტი, მე-4 სართული, ოთახი N1, პასუხისმგებელი პირი ქეთევან კვირიკაშვილი, ტელ: 032 231 98 74. კონკურსი ჩატარდება 2023 წლის 14 ივლისს. კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2023 წლის 14 ივლისს, სამეცნიერო საბჭოს მიერ თვალსაჩინო ადგილზე, ინსტიტუტის ვებგვერდზე https://gtu.ge/msi/. კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები სამეცნიერო საბჭოში მიიღება 2023 წლის 18 ივლისის ჩათვლით. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო დირექტორის...

არჩევნების შედეგები

2023 წლის 29 მაისს სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტში ჩატარდა სტუ-ს აკადემიურ საბჭოში წარმომადგენლის არჩევნები. სტუ-ს აკადემიური საბჭოს წევრად არჩეულ იქნა ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი თეიმურაზ ბულია

განცხადება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 26/05/2023 ბრძანების MES 1 23 0000457305 თანახმად, 2023 წლის 29 მარტს დანიშნულია არჩევნები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე (არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტი – 1 ვაკანტური ადგილი). ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში წევრს ირჩევს ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის ყველა წევრი. აკადემიური საბჭოს წევრის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს ინსტიტუტის მთავარ ან უფროს მეცნიერ თანამშრომელს. აკადემიური საბჭოს წევრი აირჩევა ოთხი წლის ვადით. კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2023 წლის 15 მაისიდან და დასრულდება 2023 წლის 22 მაისს. კანდიდატებმა განცხადება უნდა შემოიტანონ ინსტიტუტის საარჩევნო კომისიაში. განცხადებას თან უნდა დაერთოს: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მოწმობის, პასპორტის) ასლი; ბ) ცნობა დაკავებული...

კონკურსი 2023-ის შედეგები

1. მინდია სალუქვაძის სახელობის სისტემების იდენტიფიკაციისა და ოპტიმალური მართვის განყოფილება: ნუგზარ დადიანი – უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (I საშტ. ერთ);ვიქტორ ხუციშვილი – უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (I საშტ. ერთ);ნელი კილასონია – უფროსი მეცნიერი თანამშრომელი ( 0.5 საშტ. ერთ);ქეთევან ომიაძე – მეცნიერი თანამშრომელი (I საშტ. ერთ);დუდუხანა ცინცაძე – მეცნიერი თანამშრომელი (I საშტ. ერთ);დალი სიხარულიძე – მეცნიერი თანამშრომელი (I საშტ. ერთ). 2. ენობრივი მოდელირების განყოფილება: გიორგი ჩიკოიძე – მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (I საშტ. ერთ);ანა ჩუტკერაშვილი – მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (I საშტ. ერთ);თეიმურაზ ბულია – უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (0,5საშტ. ერთ);ნინო ამირეზაშვილი – მეცნიერი თანამშრომელი (I საშტ. ერთ);ლიანა სამსონაძე – მეცნიერი თანამშრომელი (I საშტ. ერთ);ნინო ჯავაშვილი – მეცნიერი...

კონკურსი 2023

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსი ჩატარდება 2023 წლის 5 მაისს 12 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში პირველ სართულზე ბიბლიოთეკის დარბაზში.

აკადემიკოსი მინდია სალუქვაძე 90

2023 წლის 26 აპრილს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საინჟინრო მეცნიერებათა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილების თაოსნობით გაიმართა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს მინდია სალუქვაძის დაბადების 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ ბატონი მინდიას მეგობრები, კოლეგები, ოჯახის წევრები. საღამო გახსნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. სიტყვით გამოვიდნენ აკადემიკოსი თამაზ შილაკაძე, სტუ – ს რექტორი პროფესორი დავით გურგენიძე, მართვის სისტემების ინსტიტუტის დირექტორი ნუგზარ ყავლაშვილი, მსი-ის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე თენგიზ მაგრაქველიძე, სსიპ რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი თამაზ ნატრიაშვილი, აკადემიკოსი ლია მელიქიშვილი. გამომსვლელებმა თბილი სიტყვებითა და დიდი სიყვარულით გაიხსენეს ბატონ მინდია სალუქვაძესთან გატარებული წლები და აღნიშნეს,...