მილოცვა

არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტი დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ულოცავს ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ თანამშრომელს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოში მათემატიკურ და ტექნიკურ ტექსტებზე ორიენტირებული რუსულ-ქართული თარგმანის პიონერს, გიორგი ჩიკოიძეს დაბადებიდან 90 წლისთავს, უსურვებს ჯანმრთელობას, მხნეობას და შემდგომ წარმატებებებს

კრებული 2022

გამოვიდა ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული 2022. კრებულის ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე https://msi.gtu.ge/wp-content/uploads/2024/02/jurnali_2022-1.pdf

ჯილდო

ჯილდო

ინსტიტუტი ბატონ თენგიზ მაგრაქველიძეს ჯილდოს მიღებას ულოცავს  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსების 100 წლისთავთან დაკავშირებით, ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, ვახტანგ გომელაურის სახელობის ენერგოსისტემის სტრუქტურისა და ენერგოდანადგარების ოპტიმიზაციის განყოფილების უფროსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ მაგრაქველიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის დაჯილდოვდა საქართველოს ტექ-ნიკური უნივერსიტეტის „ოქროს მედლით“.

განცხადება (განახლება)

ინსტიტუტის შრომათა კრებულში სტატიის გამოქვეყნების მსურველთა საყურადღებოდ! გაგრძელდა ვადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებულში სტატიების გამოსაქვეყნებლად. სტატიების გაგზავნა შესაძლებელია 1 აგვისტომდე ინსტიტუტის მისამართზე: martsistem@gmail.com ავტორებს ვთხოვთ წერილში აუცილებლად მიუთითონ ინსტიტუტის სამი მიმართულებიდან (მართვის თეორია, მართვის სისტემები და მოწყობილობები, ინფორმატიკა) რომელ მიმართულებას ეხება სტატია. P.S. სტატიის გაფორმების წესი იხ. ბმულზე 

ინსტიტუტის შრომათა კრებულში სტატიის გამოქვეყნების მსურველთა საყურადღებოდ!

ინსტიტუტის შრომათა კრებულში სტატიის გამოქვეყნების მსურველთა საყურადღებოდ! ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, იწყება სტატიების მიღება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებულში გამოსაქვეყნებლად. სტატიების გაგზავნა შესაძლებელია 15 ივლისამდე ინსტიტუტის მისამართზე: martsistem@gmail.com ავტორებს ვთხოვთ წერილში აუცილებლად მიუთითონ ინსტიტუტის სამი მიმართულებიდან (მართვის თეორია, მართვის სისტემები და მოწყობილობები, ინფორმატიკა) რომელ მიმართულებას ეხება სტატია. წელს კრებულში სიახლეა! დღეიდან, ინსტიტუტის სამეცნიერო მიმართულებების შესაბამისად, სტატიის გამოქვეყნების შესაძლებლობა მიეცემათ სტუდენტებსაც სათანადო რეცენზირების გავლის შემდეგ. P.S. სტატიის გაფორმების წესი იხ. ბმულზე

მართვის სისტემების ინსტიტუტის თანამშრომელთა საყურადღებოდ

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „მართვისა და ენერგეტიკის პრობლემები“  მოხსენებათა კრებული  N8 2004, თბილისი.   27.09.2004 – 1.10.2004-ის მასალები შეგიძლიათ მოიძიოთ ინსტიტუტის ვებ გვერდზე   https://gtu.ge/msi/#    ჩანართი /კონფერენციები/.

ღია კონკურსი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: განცხადებების მიღება იწარმოებს 2022 წლის 02 მაისიდან 04 მაისის ჩათვლით, 1000-დან 1700 საათამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, მინდელის ქ. №10, მე-4 სართული, ოთახი #1, პასუხისმგებელი პირი ქეთევან კვირიკაშვილი, ტელ: 032 2 31 98 74 კონკურსი ჩატარდება 2022 წლის 10 მაისს. კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2022 წლის 11 მაისს, საკონკურსო კომისიის მიერ თვალსაჩინო ადგილზე, ინსტიტუტის ვებგვერდზე: https://gtu.ge/msi/ კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები საკონკურსო კომისიაში მიიღება 2022 წლის 18 მაისის ჩათვლით. კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (მათ შორის კონკურსანტის ანკეტა, კონკურსანტის განცხადება და სხვა, ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე: https://gtu.ge/msi/...

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 04/03/2022 ბრძანება MES 1 22 0000223230, თანახმად 2022 წლის 25 მარტს დანიშნულია არჩევნები წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრის ვაკანტურ ადგილებზე (არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტი – 1 ვაკანტური ადგილი). წარმომადგენლობითსაბჭოში (სენატში) ინსტიტუტის წარმომადგენელსირჩევსინსტიტუტის სამეცნიეროპერსონალისყველაწევრი. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალს. კანდიდატთარეგისტრაციისვადებია: 2022 წლის 11 მარტიდან 2022 წლის 18 მარტის ჩათვლით. კანდიდატებმაგანცხადებაუნდაშეიტანონინსტიტუტის საარჩევნოკომისიაში. განცხადებას თან უნდა დაერთოს: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მოწმობის, პასპორტის) ასლი; ბ) ცნობა ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტზე დაკავებული აკადემიური თანამდებობის/დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში დაკავებული სამეცნიერო თანამდებობის შესახებ. საარჩევნო კომისია

2021 წლის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის შედეგები

28 იანვარს გამოცხადდა 2021 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის შედეგები. კონკურსში გამარჯვებულთა შორისაა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის ენობრივი მოდელირების განყოფილების პროექტი „ქართულ-ინგლისური გრამატიკული ლექსიკონის კომპაილერი“

ღია კონკურსი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისარჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: განცხადებების მიღება იწარმოებს 2021 წლის 16 დეკემბრიდან 17 დეკემბრის ჩათვლით, 1000-დან 1700 საათამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, მინდელის ქ.N10, არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტი, მე-4 სართული, ოთახი N1, პასუხისმგებელი პირი ქეთევან კვირიკაშვილი, ტელ: 032 231 98 74. კონკურსი ჩატარდება 2021 წლის 21 დეკემბერს. კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2021 წლის 22 დეკემბერს საკონკურსო კომისიის მიერ თვალსაჩინო ადგილზე, უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის ვებგვერდზე: https://gtu.ge/ და https://gtu.ge/msi/ კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები საკონკურსო კომისიაში მიიღება 2021 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით. კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის (კონკურსანტის ანკეტა, განცხადება და დამატებითი...