არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევითი ერთეულების ვაკანტური სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის შედეგები 2020 წლის 17 სექტემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა კონკურსი არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევითი ერთეულების ვაკანტური სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად. კონკურსში გამარჯვებულები არიან: ინფორმაციის გარდაქმნის პრობლემების განყოფილება: ნ. ყავლაშვილი – მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (0,5 საშტატო ერთ.) ქ. კვირიკაშვილი – მეცნიერი თანამშრომელი (0,5 საშტატო ერთ.) ენობრივი მოდელირების განყოფილება: მ. კლოიანი – მეცნიერი თანამშრომელი (0,5 საშტატო ერთ.)
ღია კონკურსი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტი აცხადებს ღია კონკურსს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებსღია კონკურსს 5 წლის ვადით, უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევითი ერთეულების ვაკანტური სამეცნიერო თანამდებობების (განყოფილების უფროსი – მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი) დასაკავებლად: მეცნიერი თანამშრომელი – 0,5 საშტატო ერთეული – ინფორმატიკოსი, პროგრამისტი. მის: თბილისი, მინდელის ქ. №10, მე-4 სართული, ოთახი #1, ტელ.: 2 31 98 72 პასუხისმგებელი პირი – ნინო ჯავაშვილი I. განცხადებების მიღების და კონკურსის ჩატარების ვადები II. საკონკურსო პირობები I I I. კონკურსის ჩატარების წესი
სტატიის გაფორმება დამატება 2020
სტატიის გაფორმება დამატება 2020 წარმოდგენილი სტატიები (რეზიუმეებიც) გულდასმით უნდა იყოს რედაქტირებული, კორექტირებული და შესრულებული ტექსტური რედაქტორის MS Word 2013/2016‑ის საშუალებით. კატეგორიული მოთხოვნა: სასურველია სტატიის მოცულობა არ აღემატებოდეს A4 ფორმატის 6 გვერდს. შრომათა კრებულში გამოსაქვეყნებლად შემოსული ყველა სტატია გაივლის შემოწმებას ანტიპლაგიატზე. შენიშვნებისთვის გთხოვთ მიმართოთ ჟურნალის პასუხისმგებელ მდივანს, მერი გეგეჭკორს მისამართზე: merigeg@gmail.com
სამეცნიერო საბჭოს სხდომა ონლაინ რეჟიმში
სტუ არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს ონლაინ სხდომა ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით, 2020 წლის 29 აპრილს ჩატარდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომა დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში.
ჟურნალების ბაზა
ბმული მაღალრეიტინგული, იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალების ბაზისთვის. ძვირფასო კოლეგებო, მოცემულ ბმულზე შესაძლებელია გაეცნოთ მაღალრეიტინგული, იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალების ბაზას. https://www.scimagojr.com/journalrank.php
მონოგრაფია
შვეიცარიაში გამოვიდა მონოგრაფია შვეიცარიაში გამოვიდა მონოგრაფია: „The Berge Equilibrium: A Game-Theoretic Framework for the Golden Rule of Ethics“. Authors: Mindia E. Salukvadze, Vladislav I. Zhukovskiy. წიგნი ეძღვნება ბატონი მინდიას ხსოვნას. https://link.springer.com/book/10.1007/978-3-030-25546-6#authorsandaffiliationsbook აღსანიშნავია, რომ ოჯახმა წიგნი 6 მარტს, ბატონ მინდიას დაბადების დღეს მიიღო.
ვლადიმერ გაბისონია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტს კიდევ ერთი ღვაწლმოსილი თანამშრომელი გამოაკლდა. გარდაიცვალა ინსტიტუტის მინდია სალუქვაძის სახელობის სისტემების იდენტიფიკაციისა და ოპტიმალური მართვის განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი, ინსტიტუტის შრომათა კრებულის სარედაქციო კოლეგიის წევრი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი ვლადიმერ გაბისონია. ბატონი ვლადიმერ გაბისონია დაიბადა 1933 წელს. თბილისის 41-ე ვაჟთა საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მან სწავლა განაგრძო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, 1956 წელს ბატონმა ვლადიმერმა მუშაობა დაიწყო ახლად დაარსებულ მართვის სისტემების ინსტიტუტის (მაშინდელი ელექტრონიკის, ავტომატიკისა და ტელემექანიკის ინსტიტუტი) ოპტიმალური სისტემების განყოფილებაში. მან საინტერესო გზა გაიარა ინჟინრიდან მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობამდე. ბატონი...
სამეცნიერო სამუშაოების შედეგები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების 2018-2019 წლებში ჩატარებული სამეცნიერო სამუშაოების შედეგები ა/წ 30 ოქტომბერს ნიკო მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერების დეპარტამენტის ორგანიზებით წარმოდგენილი იყო ფაკულტეტების და სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების 2018-2019 წლებში ჩატარებული სამეცნიერო სამუშაოების შედეგები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერების დეპარტამენტის ორგანიზებით ა/წ 30 ოქტომბერს ნიკო მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში წარმოდგენილი იყო ფაკულტეტების და სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების 2018-2019 წლებში ჩატარებული სამეცნიერო სამუშაოების შედეგები. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ: ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი, არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტი და სენსორული ელექტრონიკისა და მასალათმცოდნეობის სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრი. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერების დეპარტამენტი ხელმძღვანელი დავით თავხელიძე....
მემორანდუმი
მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტსა და კომპანია შპს „კაელი-07“-ს შორის. 2019 წლის 12 აგისტოს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტსა და კომპანია შპს „კაელი-07“-ს შორის. მემორანდუმი ითვალისწინებს ასაშენებელ ჩაის ფაბრიკაში თბური ტუმბოს დანადგარების გამოყენებით თანამედროვე ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების დანერგვას.
სტუ-ს აკადემიურ საბჭოსა და წარმომადგენლობით საბჭოში (სენატში) წარმომადგენლების არჩევნები.
2019 წლის 27 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტში ჩატარდა სტუ-ს აკადემიურ საბჭოსა და წარმომადგენლობით საბჭოში (სენატში) წარმომადგენლების არჩევნები. სტუ-ს აკადემიური საბჭოს წევრად არჩეულ იქნა ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ბესარიონ შანშიაშვილი. წარმომადგენლობით საბჭოში (სენატში) წარმომადგენლებად არჩეულ იქნენ: